როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთავრობის ამოცანაა არჩევნების ევროპული სტანდარტით ჩატარება და ამ პერიოდში მედიისთვის კომპფორტული სამუშაო პირობების შექმნა.
„ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება და უმნიშვნელოვანესია, რომ წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდშიც მედიას მივცეთ საშუალება, რათა კომფორტულად იმუშაოს, კარგად გაშუქდეს მთლიანად არჩევნები. ამიტომ მინდა ვთხოვო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს ორგანიზება გაუკეთოს ამ საკითხს, რათა ჟურნალისტებს, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ კარგი პირობები, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოში იმუშაონ და ჩვენ ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები გვაქვს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.