გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შესახებ დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
გიორგი ფექირიშვილს და ნოდარ ნიშნიანიძეს გუშინ პატიმრობა შეეფარდათ.
გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე სამართალდამცველებმა 3 და 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.
კომენტარები