პარლამენტის პლენარული სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება. სესია 13.00 საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმის პრობლემის გამო მერვე მოწვევის პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში ბოლოჯერ შეკრებას ვერ ახერხებს.
პლენარული სხდომის გამართვის შემთხვევაში, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს უყრის კენჭს. მოსამართლეობის კანდიდატების – ლევან ბოძაშვილისთვის, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი სხდომის დღის წესრიგით არის გათვალისწინებული, თუმცა უცნობია, შეძლებენ თუ არა თავად დეპუტატები პლენარული სესიის ფორმატში შეკრებას.
კომენტარები