საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ამალია სულეიმანოვა დააკავა.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფიზიკურ პირებზე გაასაღა ყალბი ასდოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით გაყალბებული ამერიკული ვალუტა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები