გამოვიდეს ქალბატონი სანდრა, მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევს თუ დამნაშავეებად?, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე.
”რომელ შეცდომებზეა საუბარი, ახალგაზრდა ბიჭები, რომ ჩახოცეს? პატიმრებს, რომ აწამებდნენ? მთელი ბიზნესი, რომ მართული იყო? ჯერ უნდა აღიარო დანაშაული, მერე უნდა თქვა, რომ აღარ გააკეთებ იგივეს. ჯერ მე არ მომისმენია მათგან ასეთი რამ. ახალაიას და მერაბიშვილს ჯერ კიდევ პოლიტპატიმრებად აცხადებენ და ესენი მოინანიებენ?
გამოვიდეს ქალბატონი სანდრა მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევს თუ დამნაშავეებად? მის განცხადებას თუ გავიხსენებთ, ლამის იდეოლოგიაში ჩასვეს, რომ მიშა ისეთი კაცია შეიძლება გეშინოდესო. შიშზე უნდა იყოს აგებული მართვა? ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის.
გამოვიდნენ და თქვან, რომ მერაბიშვილი და ახალაია სამართლიანად ზიან ციხეში, 26 მაისის და 7 ნოემბრის მოვლენები ასეთი არ უნდა ყოფილიყო, ბიზნესი იმართებოდა. აღიარონ და მერე დავიჯერებ”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.