ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთისთვის, თორნიკე შალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
”მას არაფერი დაუნახავს. ფაქტი რომ მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მანქანაში იმყოფებოდა, საჭესთან იჯდა, თუმცა ვინ გაისროლა, მან არ იცის. იცნობდა მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს, თუმცა მან ესროლა თუ სხვა ვინმემ, არ იცის”, – განაცხადა ზაზა მესხმა.
სოსო ჯოხაძე ვაკეში 2 სექტემბერს მოკლეს, მასთან ერთად მანქანაში მყოფი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი კი დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე, პოლიციამ განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბადრი ნათობაძე დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.