”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკის ფორმით იღებს მონაწილეობას. მასთან გაერთიანებულია პარტია, სახელწოდებით – ”ევროპული საქართველო”.
”ეს არის ჩვენი ძველი მეგობრების პარტია. ეს დაახლოებით ისეთივე პარტიაა, როგორიც შოთა მალაშხიას “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” იყო. გადავწყვიტეთ მათთან გაგვეკეთებინა ბლოკი ჯერ ერთი იმისთვის, რომ ეს პარტია გამოცოცხლებულიყო და წინ წამოწეულიყო და მეორეც იმისთვის, რომ მეტი რესურსი გვქონდეს პარლამენტში ფრაქციის შექმნის თვალსაზრისით, იმისთვის, რომ პარლამენტში მეტი გამოსვლის საშუალება გვქონდეს, მეტი საშუალება გვქონდეს სხვადასხვა საპარლამენტო აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად. მათ შორის ეს ეხება მეტი ფინანსური რესურსის მიღებასაც”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” მიხეილ მაჭავარიანმა.
მისივე ინფორმაციით, ბლოკის შექმნის საკითხზე ვერ შედგა შეთანხმება შოთა მალაშხიასთან და მან ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ურთიერთობა შეწყვიტა.