“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩუღურეთის მე-14 ოლქში გია ვოლსკი საარჩევნო ოლქის მასშტაბით მცხოვრებ სტუდენტებს ხვდება. მათ შორის არიან პირველკურსელები. ვოლსკისთან ერთად ახალგაზრდებს შეხვდა “ქართული ოცნების” ლიდერი კახი კალაძეც. ახალგაზრდებთან შეხვედრისას კახი კალაძემ და გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების” პროგრამა გააცნეს. კალაძემ ახალგაზრდებს მოუწოდა, იმისათვის, რომ მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ აუცილებელია გაეცნონ თითოეული პარტიის პროგრამას.
“მინდა მივულოცო თითოეულ თქვენთაგანს, გისურვოთ წარმატებები. ძალიან მნიშვნნელოვანია ჩვენთვის ახალგაზრდების როლი საქართველოს განვითარებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ახალგაზრდებს ვხვდები. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ, გვაქვს შეხვედრები ახალგაზრდებთან, ვისმენთ მათ წინადადებებს. ჩვენ არ გხვდებით აქ იმისთვის, რომ მოგიწოდოთ ხმა მისცეთ გია ვოლსკის ან “ქართულ ოცნებას”, არავითარ შემთხვევაში, ამას არც ჩვენ თავს ვაკადრებთ და არც თქვენ. ჩვენი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ მოვისმინოთ თქვენი პოზიციები .გვინდა, გთხოვოთ, რომ კარგად გაეცნოთ თითოეული პარტიის პროგრამას და ასე მიიღოთ გადაწყვეტილება. მეამაყება, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში მთავარი მინაპოვარი არის თავისუფლება, მეამაყება, რომ ოპოზიციური აზრის მქონე მოქალაქეებს არ დევნიან, ქვებს არ ესვრიან“, – განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრისას კახი კალაძემ.
“თუ არ იქნება მომზადებული მაღალპროფესიონალური საზოგადოება, ვერ განხორციელდება ბევრი პროექტი. ამიტომ, საჭიროა, რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი ჩვენს გარშემო. ჩვენ შევეცდებით, ის პრობლემები, რომლებიც არსებობს, ვატაროთ ჩვენს ზურგზე, რათა თქვენ უფრო ლაღები იყოთ. არ ვაპირებთ მხოლოდ საარჩევნოდ გავცეთ რაიმე დაპირებები და შემდეგ გავჩერდეთ, ჩვენ ეს არ გვახასიათებს. “ქართულ.ოცნებას ახასიათებს სტაბილურობა”, – ასე მიმართა სტუდენტებს “ქართული ოცნების” ჩუღურეთის მეთოთხმეტე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატიბის კანდიდატმა გია ვოლსკიმ.