ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს და დღეს, ჩვენი ხალხის დამსახურებით, საქართველო თანამედროვე, დინამიური და დემოკრატიული სახელმწიფოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატრანსპორტო სისტემების სისწრაფე და ეფექტიანობა დამოკიდებულია სხვადასხვა ქვეყანაში რიგი ზომების მიღებაზე.
”ჩვენი გამოწვევა დღესაც არის სახელისუფლებო მომსახურების ინტეგრაციის გაუმჯობესების გზების პოვნა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ასევე ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შეთანხმებული მოქმედებისა და ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო პრაქტიკის გამოყენების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ არის ასე სასიხარულო, რომ დღეს აქ შეიკრიბა ლიდერთა და პროფესიონალთა ასეთი შთამბეჭდავი ჯგუფი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.