შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში ისტერიული ხასიათი მიიღო პოლიციელების დადანაშაულებამ. აღნიშნული განცხადებით გიორგი მღებრიშვილი სამტრედიაში, კუპრავების ოჯახის მიერ პოლიციელის ძალადობაში დადანაშაულებას გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ისტერიკა ადრე თუ გვიან დამთავრდება.
“ყველანი გავთავისუფლდეთ ემოციებისგან და ცოტა ცივი გონებით შევხედოთ პოლიციის მოქმედებებსაც. რომ არ იყოს პოლიცია, ერთი დღე წარმოიდგინეთ პოლიციის გარეშე ქვეყანა და ზოგადად სამყარო”,- განაცხადა მღებრიშვილმა.
კომენტარები