ხათუნა ლაგაზიძე ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში იმყოფება. ლაგაზიძის გამოკითხვა მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ მის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
ხათუნა ლაგაზიძესთან შეხვედრა პროკურატურაში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც მან აღნიშნული განცხადების კონტექსტში სახელმწიფოსგან მისი უსაფრთოების უზრუნველყოფა მოითხოვა.
კომენტარები