თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ აშშ-ის იუსტიციის უწყებას ისლამის მქადაგებლის,ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური განაცხადი გაუგზავნა.
თურქეთის ხელისუფლება გიულენს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
ამერიკის მხარისგან განაცხადის მიღების ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ არის. გიულენი ამჟამად პენსილვანიის შტატში ცხოვრობს.
მანამდე თურქეთი გიულენის ექსტრადიციას მოითხოვდა, აგვისტოში კი სტამბოლის სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.
კომენტარები