დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული, სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გოდერძი თევზაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს და შიმშილობას აცხადებს.
როგორც მან სამართალდამცველებთან ჩაბარებამდე განაცხადა, დემურ სტურუასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ისეთი, როგორც უბნის ინსპექტორს უნდა ჰქონდეს მოქალაქესთან.
”დღეიდან ვაცხადებ შიმშილობას და იმედი მაქვს ობიექტური გამოძიების. არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. არ ვყოფილვარ მიმალვაში, გამოვცხადდი. ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა დემურ სტურუასთან, ვიყავი უბნის ინსპექტორი”, – განაცხადა გოდერძი თევზაძემ.
კომენტარები