ქრთამის აღებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულმა გიორგი კაჭარავამ საქმის დეტალებზე ისაურა. როგორც კაჭარავამ აღნიშნა პირი, რომლისთვისაც მას სახელმწიფო ბრალდება ქრთამის გამოძალვას ედავება, მისი და ზურაბ ჭელიძის აგენტი იყო და მან თავად გადასცა თანხა, რათა ერთ-ერთი ნარკორეალიზატორისთვის ვალი გაესტუმრებინა და კვლავ გახსნოდა ნარკობაზრისკენ გზა. მისივე თქმით, ამ ადამიანმა ორმაგი თამაში ითამაშა და შეცდომაში შეიყვანა სუს-იც.
რაც შეეხება მის კაბინეტში აღმოჩენილ დიდი ოდენობით იარაღს და ასევე მანქანაში ნაპოვნ ნარკოტიკულ ნივთიერებას, როგორც კაჭარავამ აღნიშნა, ამაზე ის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ისაუბრებს.
ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის გიორგი კაჭარავას ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოსამართლეს ალტერნატივის სახით გირაოს 20 ათასი ლარის შეფარდება შესთავაზა.
როგორც ადვოკატმა პროცესზე აღნიშნა, იმ პირების საშუალებით, რომლებზეც გამოძიება კაჭარავას ქრთამის აღებას ედავება, ქუთაისის კრიმინალური პოლიცია ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნარკორიალიზატორზე გასვლას აპირებდა, და სწორეთ მათ ინტერესებში იყო, რომ კაჭარავა დაეკავებინათ.