გერმანიის ქალაქ ტრიერში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ისინი ძარცვით იყვნენ დაკავებულები. როგორც გამოცემა “Eifel Zeitung”-ი წერს, დაკავებულია 34-დან 49 წლამდე ასაკის 6 პირი.
გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა, რომლებმაც გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვეს, საერთო ჯამში, დანაშაულის 20 აქტი ჩაიდინეს.
ჩხრეკის დროს დამნაშავეებს ნაძარცვი ნივთები და 18 ათასი ევრო აღმოაჩნდათ. დაკავებულების საქმე სასამართლოს გადაეცა, რომელიც პარასკევს გაიმართება. ექვსივე ქართველს პატიმრობა ემუქრება.
კომენტარები