სასამართლო პროცესზე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ყოფილი სამართალდამცველი ჯონი ჯოხარიძე დაიკითხა. ის 2006 წელს ნავთლუღის ტერიტორიაზე ზონის ინსპექტორი იყო.
როგორც მოწმემ ჩვენებაში აღნიშნა, ის სპეცოპერაციიდან ოდნავ მოშორებით იდგა და დაინახა, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაჩერდა რამდენიმე ავტომანქანა.
„ავტომანქანიდან გადმოვიდა 5-6 პიროვნება და გადმოსვლისთანავე დაიწყეს სროლა. დავინახე, თუ როგორ გარბოდა სამი პიროვნება და სწორედ მათ შეყვნენ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ეს იარაღიანი პირები, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩართულები“, – განაცხადა მოწმემ.
როგორც ყოფილი სამართალდამცველი ყვება, როდესაც ტერიტორიას მიუახლოვდა, უთხრეს, რომ იქ ოპერაცია ტარდებოდა. მოწმე ამბობს, რომ დაინახა ერთ-ერთ დაცემულ პიროვნებაზე ნიღბიანმა პირმა როგორ განახორციელა გასროლა. მისივე ცნობით, ერთ-ერთი ნიღბიანი პირი დათა ახალაია იყო.
“პიროვნებები, იქ ვინც ამოვიცანი, იყვნენ დათა ახალაია და გიორგი მაზმიშვილი”,- აღნიშნა მოწმემ.
ასევე ჯოხარიძემ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე მიიტანეს იარაღები და დაალაგეს, რის შემდეგაც სპეცრაზმელები შევიდნენ სროლით. მისი ინფორმაციით, სამ პიროვნებას იარაღი არ ჰქონია.
ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას და გია დგებუაძეს განზრახ მკვლელობის მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი.
მოწმის ჩვენებით, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს, ერთ-ერთ ახალგაზრდას დათა ახალაიამ ესროლა
2016/09/23 16:24:30
კომენტარები
ნანახია: 1647 ჯერ