სოფელ უჩაშონეს გამგებლის ბეჟან ჭირღულიას ცემაში ბრალდებულ პირს სასამართლომ 2 ათას ლარიანი გირაო დაეკისრა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დააკმაყოფილა პროკურორ ნუგზარ ჯიქიძის შუამდგომლობა ბრალდებულ ნიკა ჭურღულიას საქმეზე და აღკვეთის სახით 2 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ბრალდებულის ადვოკატის განცახდებით, სასმართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რასაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
კომენტარები