”ნაციონალური მოძრაობის” წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ გეგმავენ. მათ დღეს პარტიის ოფისში მისული სუს-ის თანამშრომლებისგან დაკითხვაზე დაბარების უწყებები არ ჩაიბარეს.
როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, პარტია არ აპირებს სუს-ის მიერ დადგმულ მასკარადში ჩაებას.
”ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ამ ბოდვაზე, რომელიც ახლა თვითონ გამოამზეურეს, გავცეთ პასუხები. მობრძანდნენ ჩვენთან და დაგვკითხონ”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
სუს-ის თანამშრომლები, რომლებმაც ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში დაკითხვაზე დაბარების უწყებები მიიტანეს, შენობაში რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ, თუმცა უწყებები პარტიის წევრებმა არ ჩაიბარეს.
კომენტარები