ამერიკის შეერთებულ შტატებში, ედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილი წევრი ალექსანდრე ხუციშვილი მოკლეს. რადიო “თავისუფლების” ცნობით, შემთხვევა ქალაქ ლას–ვეგასში, სტარბაქსის ყავის მაღაზიაში მოხდა.
თვითმხილველთა ცნობით ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სტარბაქსის ყავის შეძენის დროს მკვლელობაში ბრალდებულმა საკრედიტო ბარათი გამოიყენა, თუმცა არ იმუშავა, რის გამოც მომსახურე პერსონალმა მომსახურებაზე უარი განუცხადა. დაპირისპირების განმუხტვა ალექსანდრე ხუციშვილმა სცადა, რა დროსაც ბრალდებულმა იარაღიდან გაისროლა, რასაც ხუციშვილი ემსხვერპლა.
ალექსანდრე ხუციშვილი ამერიკის მოქალაქე 2004 წელს გახდა და წლების მანძილზე ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
კომენტარები