ირაკლი ოქრუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დაჭრილ პირებს საოპერაციოდ ამზადებენ.
ერთ-ერთ მათგანს ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვედა კიდურის არეში, მეორეს კი ზედა კიდურში აქვს მიყენებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია პირის ვინაობა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მიმდინარეობის ინტენსიური სამძებრო სამუშაოები. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
კომენტარები