საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ პანდემიასთანწარმატებული ბრძოლის მოდელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორი სტრატეგია და კოორდინირებული მუშაობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ყველა პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ჩვენ გვაქვს ბიუჯეტის 100%-ზე მეტი ათვისებული, ეს ნიშნავს, რომ არათუ ხელშემშლელმა გარემოებებმა არ გააჩერეს პროექტები, არამედ პირიქით, ყველამ შევძელით, რომ პანდემიის პირობებში ეს პროექტები ბევრად უფრო აქტიურად და წარმატებით შეგვესრულებინა. ჩვენ პირველი შეზღუდვების ტალღის პროცესშიც კი მაშინ, როდესაც მკაცრი შეზღუდვები გვქონდა, არ გაგვიჩერებია სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, ყველა საერთაშორისო მაგისტრალი, ყველა საერთაშორისო წყალმომარაგების პროექტი მიმდინარეობდა და რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო და ახლაც რთულია პანდემიის პირობებში ისეთი შრომის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ჯანდაცვის სტანდარტების დადგენა, ამის კონტროლიც,
იმისთვის, რომ ყველა პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს და ეს არის ის გამოწვევა, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ ყველამ ერთად წარმატებით გადავლახეთ“, – აღნიშნა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრმა, მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გამოყო, რომელიც 2021 წელს განხორციელდება.
„რაც შეეხება გეგმებს, შემდეგი წლისთვის. ჩვენი დაფინანსება ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად 30%-ით გაიზრდება, წლევანდელ გეგმასთან შედარებით. ჩვენი პროექტების უმეტესი ნაწილი არის გარდამავალი პროექტები, რომელიც ერთი, ორი, სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და რა თქმა უნდა ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობის თვალსაზრისით რიკოთის პროექტი პირველ რიგში, ქვეშეთი-კობისპროექტი, ბევრი სხვადასხვა ჩქაროსნული მაგისტრალები არის, რომელიც ბევრად უფრო აქტიურ ფაზაში შევა 2021 წელს და ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. არის ახალი პროექტი ჩქაროსნული მაგისტრალების თვალსაზრისით, რომელიც ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება. ასევე თბილისი-საგარეჯოს ავტობანის მშენებლობის პროექტი, რომელსაც ჩვენ 2021 წელს დავიწყებთ და რა თქმა უნდა წყალმომარაგების პროექტები, განათლების, ინფრასტრუქტურა, სპორტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და ძალიან ბევრი პატარა პროექტიც მუნიციპალიტეტებში“, – აღნიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.