ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით 15 000-მდე ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მონაცემია.
ერთ დღეში მხოლოდ ბრიტანეთში COVID-19-ით 981 ადამიანი დაიღუპა, რაც აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას მოუწოდებს, ახალ წელს სახლში შეხვდნენ და არ გამორიცხავს რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას.
COVID-19-ის ახალი სახეობით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა კალიფორნიაში. შტატებში უკვე მეორე დღეა კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური რეკორდი ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში, თითქმის 3 500 პაციენტი გარდაიცვალა.
კომენტარები