იერუსალიმში გამართულ საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა. დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებისას ხუთი პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას ისრაელის პოლიცია ავრცელებს. დაკავებულია 11 მომიტინგე.
სამართალდამცავების ცნობით, არეულობაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ისრაელის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მის მთავრობას კორუფციაში სდებენ ბრალს. მათივე მტკიცებით, ხელისუფლებამ ვერ გაატარა სათანადო ზომები მოქალაქეების პანდემიისგანდასაცავად.
ისრაელში მარტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ეს რიგით მეოთხე ვადამდელი არჩევნები იქნება, რომელიც ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიმართება.
კომენტარები