ლეგენდარული კალათბურთელი, კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი პოლ ვესტფალი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა.
გასულ წელს მას ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. პოლ ვესტფალი NBA-ს ჩემპიონი 1974 წელს გახდა. მას „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ მონაწილეობა 5-ჯერ აქვს მიღებული და 4-ჯერ სიმბოლურ ნაკრებში იყო შეყვანილი. კალათბურთის დიდების დარბაზში ვესტფალი 2019 წელს შეიყვანეს.
კომენტარები