ნიგერში რადიკალმა ისლამისტებმა ორ დასახლებულ პუნქტში სულ მცირე 100 ადამიანი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორ ჯგუფად გაყოფილი 100-ზე მეტი ისლამისტი, რომლებიც მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ, ორივე დასახლებულ პუნქტს ერთდროულად დაესხნენ თავს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფაქტი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასეს.
თავდასხმის შედეგად, კიდევ 25 ადამიანი მძიმედ არის დაშავებული. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ნიგერის მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ ისლამისტები ქვეყანაში მეზობელი ქვეყნებიდან შევიდნენ. ნიგერის ტილაბერისრეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც სამი ქვეყნის – ნიგერის, მალისა და ბურკინა ფასოსსაზღვრები ერთმანეთს ერწყმის. აფრიკის ამ ნაწილში ექსტრემისტული ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში“ ისლამისტები მოქმედებენ.