ამერიკელი დიპლომატები მოუწოდებენ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, ვაშინგტონში მომხდარ არეულობებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის როლი დაგმოს. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 100-მდე დიპლომატი პომპეოს სახელზე მიმართვას ამზადებს. ისინი აცხადებენ, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის ხელისუფლებაზე განხორციელებულ თავდასხმაში პრეზიდენტის როლი უნდა დაგმოს“.
„ტრამპის განცხადებებს მოჰყვა ის, რაც კაპიტოლიუმში ვიხილეთ, მათ შორის 5 ადამიანის გარდაცვალება, არაერთი ადამიანის დაშავება, სახელმწიფო საკუთრების დაზიანება და ვანდალიზმი. საზღვარგარეთ აშშ-ის იმიჯს უდიდესი ზიანი მიადგა“, – აღნიშნულია მიმართვაში.
კომენტარები