ინდონეზიაში თვითმფრინავი, რომელიც შიდა ფრენას ასრულებდა, რადარებიდან გაქრა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ადგილობრივი ავიაკომპანიის, Sriwijaya Air-ის თვითმფრინავი დედაქალაქიდან, ჯაკარტადან კალიმანტანის კუნძულზე, ქალაქ პონტიანაკში მიფრინავდა.
რეისით 50-ზე მეტი ადამიანი მგზავრობდა. თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 4 წუთში დაიკარგა. ავიაკომპანია აცხადებს, რომ მეტ ინფორმაციას მომხდარის დეტალურად შესწავლის შემდეგ გაავრცელებს.
კომენტარები