დაცვის პოლიციის თანამშრომლები სოციალურად დაუცველ კახელ გლეხს ყურძნის კრეფაში დაეხმარნენ შსს-სდაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გურჯაანის რაიონში, სოფელ კაჭრეთში, სოციალურად დაუცველ ადგილობრივ მეურნეს რთველში დაეხმარნენ. დაცვის პოლიციის გურჯაანის განყოფილების თანამშრომლებმა გლეხს მოსავალი ააღებინეს და დააბინავებინეს. მათი დახმარებით ალექსანდრე სოლოღაშვილმა წლევანდელი რთველი დროულად და უდანაკარგოდ ჩაატარა. შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი მეურნეების დასახმარებლად მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს. #რთველი2016.
კომენტარები