ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს, დავით ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჯაფარიძის ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას არ სცნობს და აბსურდულს უწოდებს.
„ბრალდების დასაბუთებაში ყველაზე კომიკური ის გარემოება იყო, როცა პროკურორი მიუთითებდა, რომ როდესაც ჯაფარიძე საკუთარი სახლის შესასვლელთან დააკავეს, ის, თითქოს, სხვა დანაშაულის ჩასადენად მიდიოდა. აბსურდულია, როცა ბრალდების მხარე გამოგონილ გარემოებაზე მიანიშნებს მაშინ, როდესაც ფაქტით სხვა რაღაც დასტურდება,“ – აცხადებს ადვოკატი.
დაცვის მხარემ, რომელიც დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მოსამართლეს, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, ჯაფარიძის გათავისუფლების შუამდგომლობითაც მიმართა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
2016/10/05 17:26:25
ნანახია: 1853 ჯერ