ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 15,974 ადამიანს დაუდგინეს, 1,148 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2,068,002 შემთხვევა გამოვლინდა, 48,770 ადამიანი გარდაიცვალა.
გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა, გასული წლის 27 იანვარს გამოვლინდა.
კომენტარები