ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები, რომლებიც უხანში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ, კარანტინს ასრულებენ და საგამოძიებო საქმიანობას იწყებენ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
13-კაციანი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ორკვირიან კარანტინს 24 საათში ასრულებს. შემდეგ კი მათ უხანში მუშაობის დაწყების ნებას დართავენ. ექსპერტთა ჯგუფმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზი უნდა დაადგინოს.
„კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა სწორედ ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, შემდეგ კი ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
კომენტარები