იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 467 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 87 381 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.
ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 14 372 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 2,5 მილიონი შემთხვევა.
საავადმყოფოში იმყოფება 20 778 კოვიდინფიცირებული, აქედან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 2 288 პაციენტი მკურნალობს
კომენტარები