მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნისთვის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
„პირობითი სასჯელის სისტემატიური დარღვევის გამო, ვთხოვ სასამართლოს, გააუქმოს პირობითი სასჯელი და რეალური სასჯელი აღასრულოს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით“, – განაცხადა სასამართლოში რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა.
2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა, ოლეგ ნავალნი თაღლითობაში დამნაშავედ სცნეს. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია „ივ როშე“, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა.