საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BFM TV ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი შენობის ერთ-ერთ მაღალ სართულზე მოხდა. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები და სამართალდამცველები. მიმდინარე ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი.
აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, კიდევ 2-ის ადგილსამყოფელს კი ჯერჯერობით პოლიცია ადგენს. აფეთქების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
კომენტარები