რუსეთში, მორიგი საპროტესტო აქციის წინ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის რამდენიმე შტაბი გაჩხრიკეს. გავრცელებული ცნობით, ჩელიაბინსკის ოფისში სამართალდამცველები მაშინ მივიდნენ, როდესაც შენობაში თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ.
რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მორიგი აქცია დღესაა დაგეგმილი. ორგანიზატორებმა მოუწოდეს მომხრეებს, მოსკოვის დროით 20:00 საათზე გავიდნენ ქუჩაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს ღონისძიება დასავლეთის ზეგავლენით იმართება და არ არის სანქცირებული.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მაშინ იყენებენ, როდესაც ქვეყანაში ხალხი გადაღლილი და გაღიზიანებულია. ამის შესახებ პუტინმა განაცხადა რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომლის ვიდეოჩანაწერიც კრემლმა გაავრცელა.
პუტინის თქმით, რუსეთის მეტოქეები ყოველთვის ცდილობენ, დაეყრდნონ ამბიციურ ადამიანებს, რომლებსაც ძალაუფლება სწყურიათ.
