სირიის ხელისუფლება დედაქალაქ დამასკოსთან ისრაელის სამხედრო ავიაციის აგრესიის შესახებ იუწყება. სირიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამასკოს მახლობლად სამიზნეების დაბომბვის მიზნით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები გოლანის მაღლობების თავზე დაფრინავდნენ.
სირიის თავდაცვის უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების უმრავლესობა ჩამოაგდო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის მთავარი სამიზნე დამასკოდან 14 კილომეტრში მდებარე ქალაქ კისვაშიგანთავსებული საარმიო დანაყოფი გახდა. სწორედ ამ ზონაში შეინიშნებოდა ირანისგან მხარდაჭერილი სამხედრო ჯგუფების კონცენტრაცია.
გასულ წელს, ისრაელის არმიამ სირიის ტერიტორიაზე 500-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში.
კომენტარები