მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან, ავარიის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია გარდაცვლილის დედაც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სავარაუდოდ, მცირეწლოვანი ბიჭი მანქანის ამოტრიალებისას ფანჯრიდან გადავარდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები