საპარლამენტო არჩევნების დროს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული 5 პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ერთ-ერთი მათგანი, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე რამინ ისმაილოვი კვლავ რჩება ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში. მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მკურნალობის კურსს საავადმყოფოში აგრძელებს. დანარჩენი 4 პოლიციელი კი მკურნალობის კურსს სახლში გადიან.
დაშავებული პოლიციელი გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მოინახულეს.
კომენტარები