დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “მაზდას” მარკის ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა და ამობრუნდა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 27 -ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები