მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი, რომელმაც სამგორის მაჟორიტარულ ოლქში პირველი ტური ვერ გადალახა, ამომრჩეველს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
როგორც „რეპორტიორთან” საუბრისას შიხიაშვილმა განაცხადა, სამგორის ოლქში არჩევნების მეორე ტურში ის მხარდაჭერას უცხადებს „ქართული ოცნების” კანდიდატს, მარიამ ჯაშს.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა მხარდამჭერს თანადგომისთვის! ჩემსგუნდს, თავდაუზოგავი შრომისთვის! ასევე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩემს ყველამხარდამჭერს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში დაფიქსირდა საკმაოდ მნიშვნელოვანიხარვეზები, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რათა ყოველთვის ვიფიქროთ დავიმოქმედოთ პრინციპით – რა ჯობია ქვეყნისთვის! სწორედ ეს მიმაჩნია სახელმწიფოებრივაზროვნებად!
მე ვულოცავ ქართველ ხალხს არჩევანს, „ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილსარჩევნებში გამარჯვებას და იმას, რომ დესტრუქციულმა და რეაქციულმა ძალებმა ვერმოახერხეს დესტაბილიზაციის კერების შექმნა, ქვეყნის იმიჯის შელახვა! მაგრამ ბრძოლაბოლომდეა მისაყვანი! ამიტომაც, მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ, „ქართული ოცნების“კანდიდატს მარიამ ჯაშს!
ვიტოვებ იმედს, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს სამგორელების წინაშე აღებულ დიდპასუხისმგებლობას! მე, როგორც სამგორელი, მხარს დავუჭერ ყველა სწორ და საჭიროწამოწყებაში, რათა უკეთესი მომავალი ჰქონდეთ სამგორელებს! სამგორელებო,ნაცმოძრაობა სამუდამოდ უნდა ამოვძირკვოთ სამგორიდან და ქვეყნიდან, რომ ქვეყანამმშვიდი განვითარება დაიწყოს!!! მარიამ ჯაშს კი ვუსურვებ სამგორის ღირსეული ხმა იყოსპარლამენტში!!!“, – აცხადებს შიხიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ – „ქართული ოცნებიდან” მარიამ ჯაში და „ნაციონალური მოძრაობიდან” დათო ჟღენტი.