„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ დიდი შანსი აქვს, პირველივე ტური მოიგოს და მეორე ტურზე მერე დაფიქრდება.
„ჩემთან ჯერ პირველი ტურია. მოგეხსენებათ, რომ ჯიხაშკარში იყო ძალიან დიდი გაყალბება, იყო ყუთების გატაცების და დამტვრევის ფაქტები, ამიტომ ჯერ ჩემთან დგას პირველი ტური. 22 ოქტომბერს ჩატარდება კვლავ ორ უბანში პირველი ტური. ჩემ კონკურენტთან მაქვს მცირე სხვაობა, რა თქმა უნდა, მე არა მჯერა, რომ ეს პატარა სხვაობაც კი იყო. მე ჩემს თავს გამარჯვებულად ვთვლი. მე მგონი, არის დიდი შანსი, რომ მოვიგოთ პირველივე ტურში. მერე დავფიქრდები მეორე ტურზე“,-აღნიშნა რულოვსმა
კომენტარები