შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა “ნაიცონალური მოძროაბა” დარჩა ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად, ჩვენ ვერც მივცეთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბაქარაძემ აღნიშნა, პარტია უარს ვერ იტყვის ბრძოლის ისეთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე, როგორიც არის პარლამენტი.
„მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურიც ჩაივლის არათანაბრ ბრძოლაში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომა პარტია შევა პარლამენტში დ მიიღებს მეორე ტურებშიც მონაწილეობას. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას პარლამენტს, აქციებს, კავშორებს უცხოეთში, რომ საქართველო არ გადაიქცეს ერთპარტიულ ქვეყანად, რომ საქართველოში დარჩეს განსხვავებული აზრი, ქართველ ხალხს 4 წლის განავლობაში ქონდეს გამარჯვების პერსპექტივა“,-აღნიშნა ბაქრაძემ.