ჩემთვის სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე იყო და მინდა გითხრათ, რომ რას ვიზამ, როგორ ვიზამ და რა ამპლუაში მოგევლინებით, ამას დრო გვიჩვენებს, – ამის შესახებ დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”მთავარი შეკითხვა, რომელიც დღეს არსებობს არის, ვრჩები თუ არა პარტიაში. ვაცხადებ, რომ პარტიაში არ ვრჩები, დღეიდან მე ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას და ამით გზას ვუხსნი ახალ ხალხს, რომლებიც შემოუერთდნენ პარტიას და აქვთ ენთუზიაზმი, მოტივაცია იმის, რომ გააგრძელონ, საქმე მიიყვანონ წარმატებამდე. მე არასდროს არ მიხელმძღვანელია ჩემს ცხოვრებაში, ვიწროპარტიული ინტერესებით, ჩემთვის სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე იყო და მინდა გითხრათ, რომ რას ვიზამ, როგორ ვიზამ და რა ამპლუაში მოგევლინებით, ამას დრო გვიჩვენებს”, – განაცხადა აბაშიძემ.