„თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე ურაყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო მინისტრად დანიშვნის შეთავაზება აქვს.
„ვნახე ეს ჭორები, მაგრამ არარეალურ თემებზე ვერ ვისაუბრებ. ახლა მივდივარ სახლში, უნდა დავისვენო,უნდა გავაანალიზო, რა მოხდა, გავაანალიზო ქვეყნის მომავალი. დღეს ამაზე პასუხი არ არსებობს“,-აღნიშნა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისვე თქმით, არანაირ გაბრაზებაზე არ არის საუბარი და პირიქით, ირაკლი ალასანიას მადლობას უხდის, რომ „აქამდე მოიყვანა ერთიანი, ძლიერი პროფესიონალების გუნდი“.
კომენტარები