ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი, ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, სანქციების შესაძლო დაწესება უკავშირდება რუსეთის ქმედებებს სირიის ქალაქ ალეპოში.
როგორც მოსალოდნელია, ახალი სანქციების საკითხზე მსჯელობა 17 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაიმართება.
კომენტარები