“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ის არის ძალიან მძიმედ დამარცხებული პარტიის ლიდერი:
„მიხეილ სააკაშვილმა მოატყუა თავისი მხარდამჭერები, თავისი აქტივისტები. მიხეილ სააკაშვილი ატყუებდა მათ არჩევნების წინ, იცოდა ზუსტად, რომ დამარცხებისთვის იყო „ნაცმოძრაობა“ განწირული, მაგრამ არასწორ მოლოდინებს უქმნიდა თავის აქტივს. დღეს ბუნებრივია, ცდილობს ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენას. ამის გამო აკეთებს ის სხვადასხვაგვარ განცხადებებს. ის არის არეული და მისი მდგომარეობა არის გასაგები. სააკაშვილს უწევს მოტყუებული აქტივისტებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ უქმნიდა არასწორ მოლოდინებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს”. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული კრიზისი, ეს პოლიტიკური პარტია სერიოზული დაპირისპირების ზღვარზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.