„არ გავცემ სერგო რატიანის განცხადებას პასუხს, იმიტომ, რომ არასერიოზულია და თვითონაც კარგად იცის ეს!” – ამ სიტყვებით აფასებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო გოგუაძე სერგო რატიანისგანცხადებას, რომელმაც რადიო „მაესტროს” ეთერში საზოგადოებას მოუწოდა, მეორე ტურში მხარი დაუჭირონ „ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან მხოლოდ ისინი არიან პროდასავლური ძალა.
როგორც გოგუაძემ „რეპორტიორს” განუცხადა, რატიანის განცხადებას არავინ უნდა გასცეს პასუხი, რადგან ქვეყნის პროდასავლურობა ამ ხელისუფლების საქმიანობაში დიდიხანია გამოხატულია.
„სერგო რატიანის კომენტარს არავინ უნდა გასცეს პასუხი, იმიტომ რომ ქვეყნის პროდასავლურობა ამ ხელისუფლების საქმიანობაშია გამოხატული და იმ შეფასებებში, რომლებსაც საერთაშორისო პარტნიორები ჩვენ გვაძლევენ. ამის იქით რატიანი რას იტყვის, საინტერესო აღარ არის.
„ქარული ოცნების” მხარდაჭერას ვერც სერგო რატიანის და ვერც სხვა ოპოზიციური პარტიების განცხადებები ვერ შეაჩერებს. საზოგადოება გადაწყვეტს და არა სერგო რატიანი”,– განაცხადა გოგუაძემ.