„სააკაშვილი მალე აღარ იქნება ოდესის გუბერნატორი და მოუწევს ახალ პროექტზე ფიქრი, სადმე რუანდაში, სადაც მისი ოჯახის წევრებს მილიონიანი ანგარიშები აღმოაჩნდათ“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა, რომლის განცხადებით, სააკაშვილი კედელთან ააყუდეს, შეუმცირეს ეთერი ცენტრალურ არხებზე და შესაბამისად მისმა რეიტინგმაც „ჩაყვინთა“.
რა კავშირი აქვს სააკაშვილს რუს მილიარდერ გრიგორიშინთან და რა მიზნით ჩაშალა ოდესის საპორტო ქარხნის აუქციონი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ირაკლიგოგავას ესაუბრა.
სააგენტო „РБК-Украина“-ს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციულიბიურო ოდესის საპორტო ქარხნის ღირებულების შემცირებასთან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო კავშირს გამოიძიებს. როგორცირკვევა გამოძიება უკრაინის რადას რამდენიმე დეპუტატის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ბატონო ირაკლი, თქვენიინფორმაციით, რამდენად დასტურდება ეს ინფორმაცია და რა ხდება სააკაშვილის გარშემო?
ირაკლი გოგავა: ოდესის საპორტო ქარხანა გიგანტური ქიმიური წარმოებაა, რომელიც აწარმოებს სასუქებს – ამიაკს და კარბამიდს. რეალური საბაზრო ღირებულება 1 მლრდ. აშშ დოლარია. მაღალი რენტაბელობის საწარმოსთვის დიდი ხანია მიდის ბრძოლა სხვადასხვა ფინანსურ ჯგუფებს შორის. ბოლოს უკრაინის მთავრობამ ის აუქციონზე გამოიტანა 531 მილიონ დოლარად, თუმცა პრივატიზაცია ჩაიშალა.
აუქციონის ჩაშლა სააკაშვილთან არის კავშირში?
– აუქციონის ჩაშლას სააკაშვილს აბრალებენ და სწორედ ამიტომ წარმოიშვა ეჭვი, რომ ის ცდილობს ქარხანა საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს ან მიყიდოს ახლობელ ბიზნესმენს, რომლისგანაც ხეირი ექნება. დავით საყვარელიძის და გიზო უგლავას მეშვეობით, რომელიც არის უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე, აღძრა საქმე ქარხნის მოქმედი ხელმძღვანელის წინააღმდეგ.
არის მოსაზრება, რომ სააკაშვილს სურს მის უკან მდგომმა ბიზნესმენთა ჯგუფმა შეიძინოს ოდესის ქიმიური ქარხანა 150 მილიონ აშშ დოლარად. ეს სქემა გაშიფრეს დეპუტატებმა კნიაჟიცკიმ, დროზდიკმა, პიზნენიკმა და გოლუბოვმა, რომლებმაც მიმართეს უკრაინის პროკურატურას და ანტიკორუფციულ ბიუროს, დაიწყონ გამოძიება სააკაშვილის კორუფციული საქმიანობის საგანზე.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოროშენკომ სააკაშვილი კორუფციაში ამხილა, რაც ოდესა–რენის ახალ გარემონტებულიმაგისტრალის გახსნას უკავშირდება. იკვეთება სააკაშვილის კავშირი კორუფციაში?
– ოდესა-რენის მაგისტრალზე სააკაშვილმა იმდენი ისაუბრა, რომ ყველას ეგონა, რაღაც მსოფლიო საოცრებას აშენებდა. აღმოჩნდა, რომ ეს არის ჩვეულებრივი ორმხრივი ორზოლიანი ასფალტის გზა, რომელიც ჩამორჩება გრაფიკს და უკრაინის სხვა ოლქებში გაცილებით მეტი გზა არის გაკეთებული შედარებით იაფად და ხმაურის გარეშე. პრეზიდენტმა პოროშენკომ სწორედ ამის გამო „შეჯორა“ ოდესის საგზაოს უფროსი და გუბერნატორი. „მოტეხა“ თუ არა სააკაშვილმა გზებიდან ფული ვერ გეტყვით, თუმცა მას უკრაინაში ხელმრუდის იმიჯი ნამდვილად ჩამოუყალიბდა.
აქამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია სააკაშვილის კორუფციულ სქემაში ჩართულობაზე…
– მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოდესის კეთილდღეობისთვის“ საქმიანობა, სადაც ოდესის ოლქის ბიზნესმენებისგან იკრიბებოდა ხარკი და სააკაშვილი მას სურვილისამებრ ხარჯავდა. უკრაინის უშიშროებამ ფონდის ოფისი გაჩხრიკა, რომელიც გუბერნატორის რეზიდენციაში მდებარეობს. სააკაშვილი „დაუმეგობრდა“ ოდესელ ბიზნესმენებს კაუფმანს და გრანოვსკის, ასევე მშენებელ კირნან ადნანს. ის შემჩნეულია რუს მილიარდერთან გრიგორიშინთან ახლო ურთიერთობებში.
ადმიანების ამ ჯგუფიდან სარგებელს ღებულობს ოდესის გუბერნატორი?
– ცხადია, ამ ხალხისგან ის სარგებელს იღებს. ასევე ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესმენი რიცხავდა თანხებს ფონდის ანგარიშებზე და ამ თანხებს სააკაშვილი ძვირადღირებული ავტომობილების შეძენას, მომღერლების მოგზაურობას, ბანკეტებს და სხვა სახის ტაშ-ფანდურს ახარჯავდა. ზუსტად იგივე სქემით მოქმედებდა ის საქართველოშიც, სადაც მასიურად უშვებდნენ ბიზნესმენებს ციხეში და შემდეგ საპროცესო გარიგებით თანხებს არიცხინებდნენ საქვემოქმედო „სამართალდამცავი სტრუქტურების განვითარების ფონდში“. საქართველოში მისი მმართველობის დროს 853,000 საქმე იქნა აღძრული, ახლა გამოთვალეთ, რამდენი ფული წაიღო სააკაშვილმა. 5000 ლარზე ნაკლები საპროცესო გარიგება არ არსებობდა. ამ ფონდის დოკუმენტაცია გამქრალია.
საერთოდ რამდენად მყარია დღეს სააკაშვილის პოზიციები უკრაინაში, რა ხდება სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის, თუკიდაპირისპირება რეალურია, რამ გამოიწვია იგი?
– თავიდან სააკაშვილი გამოყენებულ იქნა, როგორც ავი ძაღლი, რომელსაც მიუქსევდნენ ოლიგარქებს და შემდეგ ამ ოლიგარქებთან უკრაინის პოლიტიკური ელიტა ალაგებდა ურთიერთობებს. გვახსოვს კოლომოისკიზე, ფირტაშზე, ახმეტოვზე და სხვებზე შეტევები. დღეს კი სიჩუმეა და სააკაშვილი ქარხნის დირექტორის მოადგილის, საბაჟოზე ცვლის უფროსის და ბაზრობის დირექტორის დონეზე აკრიტიკებს ხალხს. აპრილში სააკაშვილი მოითხოვდა მის პრემიერად დანიშვნას და პოროშენკოს ულტიმატუმი წაუყენა და დაიწყო საკუთარი პარტიის შექმნის პროცესი.
ამას მოყვა ის, რომ სააკაშვილი დაიბარეს პრეზიდენტთან, ააყუდეს კედელთან და მკაცრად უთხრეს, რომ ის არ უნდა ჩარეულიყო უკრაინის პოლიტიკურ პროცესებში და ფოკუსირება მოეხდინა ოდესის ოლქზე. ამბობენ, რომ გაბრაზებულ პოროშენკოს მაშინ უთქვამს, თუ არ გაჩერდები მოლდოვაში ელჩად გაგიშვებო. მას შემდეგ სააკაშვილი „დამჯერედ“ იქცევა და უკრიანის პოლიტიკას არ ეხება. შეუმცირეს ეთერი ცენტრალურ არხებზე და შესაბამისად მისმა რეიტინგმაც „ჩაყვინთა“. დღეს სააკაშვილის რეიტინგი 3-5%-ის ფარგლებშია. რეფორმები ჩავარდა, ოდესის საბაჟო კრიზისშია, ტვირთების განბაჟება სხვაგან ხდება.
ოდესელები ამბობენ, რომ რეფორმის შედეგად კორუფციული ტარიფები გაათმაგდა. თუ ადრე კონტეინერის „გაპრავებაში“ 300-400 დოლარს იხდიდნენ, დღეს იგივე 2000 დოლარამდე უჯდებათ და ეს სქემა კეთდება საბაჟო ბროკერების მეშვეობით, სადაც მხოლოდ სააკაშვილის ხალხია დასაქმებული. ოდესის ოლქის მაჩვენებლები დაეცა ყველა მიმართულებით და მოწინავე რეგიონიდან მაჩანჩალებს შორის აღმოჩნდა.
სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის გადაწყვეტილება პოროშენკომ იმით ახსნა, რომ რეფორმატორი სჭირდებოდა, მაგრამ ამმხრივ დიდი გარღვევა არ არის, შეიძლება ითქვას, რომ ამ ინფორმაციების კვალდაკვალ უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკურიმომავალი ძალიან ბუნდოვანი ხდება?
– დღეს ისეთი სიტუაციია, რომ სააკაშვილი უკრაინას კი არა აგერ საკუთარ პარტიასაც აღარ სჭირდება, გაგდებას უპირებენ „ნაციონალური მოძრაობიდან“. აპრილში გადარჩა სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობიდან მოხსნას და მაშინ შეთანხმება იყო, რომ ის ამ პოსტს შეინარჩუნებდა ქართულ არჩევნებამდე. 7 ოქტომბერს პოროშენკო ჩავიდა ოდესაში, ხოლო მანამდე პრეზიდენტის გარემოცვიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომზადებულია სააკაშვილის პოსტიდან გადაყენების ბრძანება, არაოფიციალურად დასახელდა შემცვლელიც. ოდესაში ჩასულმა პოროშენკომ გაკიცხა სააკაშვილის საქმიანობა.
მოლოდინის მიუხედავად სააკაშვილი რჩება თანამდებობაზე…
– ამ ვიზიტის დროს პრეზიდენტმა არ გამოაჩინა გადაყენების ბრძანება, თუმცა კატეგორიულად მოსთხოვა სააკაშვილს, რომ დისტანცირება მოეხდინა თავისი ადრინდელი განცხადებებისგან, რომ ის მიდიოდა საქართველოში და თანაც ჯარი და პოლიცია მის მხარეზეა. იმ დღესვე სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ გადაიფიქრა საქართველოში ჩამოსვლა იმ შემთხვევაშიც კი, თუ არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებდა. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სააკაშვილი მალე აღარ იქნება ოდესის გუბერნატორი და მოუწევს ახალ პროექტზე ფიქრი, სადმე რუანდაში, სადაც მისი ოჯახის წევრებს მილიონიანი ანგარიშები აღმოაჩნდათ.
for.ge