“ვერ ვიტყვი, რომ პოლიცია ჩართული იყო ადამიანებზე ზეწოლაში და დაშინებაში”,-ამის შესახებ “ეროვნული ფორუმის” წევრმა, ანი მიროტაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიროტაძის თქმით, არჩევნებზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა მიაჩნია, რომ მისი მეორე ტურში ვერ მოხვედრის მიზეზი ფინანსების და სხვა რესურსის უქონლობა იყო.
“ნამდვილად არ ყოფილა არჩევნების დროს, ჩემს შემთხვევაში, რაიმე სახის ზეწოლა, არც ამომრჩეველზე პოლიციის მხრიდან დაშინების ფაქტები. რაც არ ყოფილა, იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, თუმცა ვთვლი, რომ ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რამაც ხელი შეუწყო იმ შედეგებს, რაც გვაქვს დღევანდელი მოცემულობით”, -განაცხადა “ეროვნული ფორუმის” წევრმა, ანი მიროტაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კომენტარები