არ ვიცი თამარ კორძაიას და დავით ბერძენიშვილს ბოღმა ალაპარაკებთ თუ გარკვეული შიშები, მაგრამ ისინი მზად არიან ეშმაკებს შეეკრან, ამ შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა ნუკრი ქანთარიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა ,,360 გრადუსში” განაცხადა.
მისი თქმით, რესპუბლიკელი თამარ კორძაიას და დავით ბერძენიშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები თვითლუსტრაციაა, რომელიც მათ პოლიტიკურ პერსპექტივებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
,,მათი ეს განცხადებები ფაქტობრივად თვითლუსტრაციაა. გასაგებად, ღიად და ზედაპირზე დევს ყველაფერი. ვფიქრობ, მათი პოლიტიკური პერსპექტივები ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება. როდესაც ამბობენ, რომ მე მხარს დავუჭერდი ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრს, რათა ოცნებამ არ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, გამოდის, ისინი კავშირში არიან ,,ნაციონალურ მოძრაობასთან”.
არ ვიცი თამარ კორძაიას და დავით ბერძენიშვილს ბოღმა ალაპარაკებთ თუ გარკვეული შიშები, მაგრამ ისინი მზად არიან ეშმაკებს შეეკრან, ამ შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
“არ ვიცი, თამარ კორძაიას და დავით ბერძენიშვილს ბოღმა ალაპარაკებთ თუ გარკვეული შიშები, მაგრამ ისინი მზად არიან ეშმაკებს შეეკრან”
2016/10/18 23:23:48
ნანახია: 1522 ჯერ